ტრენინგის მეორე დღემაც საინტერესო ვითარებაში ჩაიარა.
დღვანდელ ტრენინგზე მივიღე ინფორმაცია ვიკის შესახებ, რომელიც საინტერესო რესურსია და მას აუცილებლად გამოვიყენებ ჩემს ტრენინგებში.
აგრეთვე გავეცანი შეფასების სხვადასხვა მეთოდებს, ფორმირებად შეფასებას, რაც ჩემთვის სიახლე იყო, სასურველია, რომ ამ საკითხზე უფრო მეტი ინფორმაცია გავიგო.
ტრენინგ-დღის ბოლოს ჯგუფურად, ჩამოვაყალიბეთ ის პრობლემები, თუ რას აწყდებიან მასწავლებლები ტრენინგებთან დაკავშირებით და ტრენინგების დასრულების შემდეგ, აქაც ჩემთვის ზოგიერთი საკითხი არ არის ბოლომდე ნათელი, რადგანაც ტრენინგების ჩატარება ჯერ არ დამიწყია.
იმედი მაქვს რომ ჩემი კილეგები გამიზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, რომელიც მათ დაუგროვდათ ინტელის ტრენინგების ჩატარების პროცესში.
ველი თქვენს გამოხმაურებებს :)
No comments:
Post a Comment