Saturday, April 1, 2017

პროექტებით სწავლების მნიშვნელობა და საჭიროება


ძალიან საინტერესო ვოდეო,სადაც კარგადაა ახსნილი  თუ რა არის პროექტებით სწავლება და რა მნიშვნელობა აქვს მას მოსწავლეთათვის. 


Monday, March 6, 2017

    2017 წლიდან მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი სკოლების პედაგოგთათვის აგრძელებს ტრენინგების კურსს:

 "ინტელის ძირითადი კურსი:  პროექტებით სწავლება და ისტ-ის ინტეგრირება".

კურსის მიზანი:
კომპიუტერული ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენებით, ინტელის ძირითადი კურსი დაგეხმარებათ მოსწავლეთა წარმოსახვის, შემოქმედებითი უნარების წახალისებასა და, საბოლოოდ, უკეთესი სასწავლო შედეგების მიღწევაში.

ტრენინგის რესურსები განთავსებულია ვებ-გვერდზე:

Monday, October 13, 2014

საქართველოს საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენცია

კონფერენციის შესახებ

საქართველოს საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენცია იწვევს დაინტერესებულ პირებს, რომლებსაც უყვართ ტექნოლოგიები და ინოვაციები, აქტიურად უწყობენ ხელს ან პრაქტიკულად ნერგავენ სასწავლო გარემოში. კონფერენცია 21-23 ნოემბერს თბილისში ჩატარდება

საქართველოს საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენცია მიზნად ისახავს ტექნოლოგიების სფეროში მიმდინარე თანამედროვე ტენდენციების, საგანმანათლებლო სექტორში ინტეგრირებისა და განპირობებული ცვლილებების შესახებ დაინტერესებული მხარეების ინფორმირებას, ტექნლოგიების სასწავლო პროცესში გამოყენების საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაცნობასა და გაზიარებას  მასწავლებლებს, ექსპერტებს, უნივერსიტეტის წარმომადგენლებსა და საგანმანათლებლო ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს შორის
დეტალური ინფორმაცია იხილეთ კონფერენციის ვებ-გვერდზე www.getc.ge

Sunday, September 7, 2014

ინტელის ტრენინგების შემოდგომის ნაკადი

             

         საზაფხულო არდადეგების შემდეგ, სექტემბრის თვეში, აქტიურად მიმდინარეობს კორპორაცია "ინტელისა" და "მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის" მიერ ორგანიზებული ტრენინგ-კურსი - პროექტებით სწავლება და ისტ-ის გამოყენება.

          ამ ეტაპზე ტრენინგები მიმდინარეობს ქ. სამტრედიისა და ქ. ტყიბულის სხვადასხვა საჯარო სკოლების პედაგოგთათვის.

სამტრედიის # 11 საჯარო სკოლა

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფ. ორპირის საჯარო სკოლა

       ტრენინგის წარმატებით დასრულების შემდეგ, თითოეული პედაგოგი მიიღებს სერტიფიკატს და შეძლებს დაგეგმოს და განახორციელოს თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სასწავლო პროექტი.
           

Friday, May 30, 2014

ინტელის ტრენინგი სამტრედიის მე-11 საჯარო სკოლაში


                  სამტრედიის მე-11 სკოლის ადმინისტრაციისა და პედაგოგების ინიციატივით, სკოლაში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ატარებს ტრენინგს:

”ინტელის ძირითადი კურსი: პროექტებით სწავლება
და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირება”


Saturday, May 24, 2014

ინტელის ტრენინგები ქალაქ ტყიბულში


             17 მაისიდან ტყიბულის # 1 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს მასწავლებელთა განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგი "ინტელის ძირითადი კურსი: პროექტებით სწავლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირება". ტრენინგში ჩართულია 24 პედაგოგი, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლების პედაგოგებისაგან.






          ტრენინგების ეს ნაკადი დასრულდება 8 ივნისს.

Thursday, May 15, 2014

ტრენინგის დასასრული ქ. ხონში

დავასრულეთ ინტელის ტრენინგი- პროექტებით სწავლება ხონის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პედაგოგთათვის.
პედაგოგებმა წარმოადგინეს საინტერესო და აქტუალური პროექტები, (იხ. პედაგოგთა ბლოგები), ტრენინგმა ძალიან საქმიან და საინტერესო ვითარებაში ჩაიარა, წარმატებებს ვუსურვებ პედაგოგებს მათ პროფესიულ საქმიანობაში.